Meghna Preloader
Meghna ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Meghna საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია
Meghnaშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სკოლის შესახებ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2016 წლის 21-25 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება "იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით".

სკოლა განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის იმუნოლოგიის დარგის ან მომიჯნავე მიმართულებებით.

სეზონური სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში იმუნოლოგიის დარგის და მომიჯნავე სპეციალობების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტების პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას, იმუნოლოგიური კვლევის სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე.

პროგრამა

ნუნუ მიცკევიჩი

ნინო ფორაქიშვილი

თამარ კაპანაძე

ჯაბა გამრეკელაშვილი

თამარ ცერცვაძე

მარინ ტებო

ბესარიონ ლასარეიშვილი

ნინო კვირკველია

თეონა როსჩუპკინა

ნონა ჯანიკაშვილი

ნინო ჭიკაძე

ნინა კულიკოვა

კახა მჭედლიშვილი

ნუნუ მიცკევიჩი -პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
ნუნუ მიცკევიჩმა 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი იმუნოლოგიის სპეციალბით. სადიპლომო ნაშრომი შეასრულა შიდსისა და იმუნოდეფიციტების ცენტრში (თემატიკა - აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ხელ-ები: პროფ. თ.ცერცვაძე, პროფ. ნ.ფორაქიშვილი), სადოქტორო დისერტაცია - თსსუ ალერგოლოგიის კათედრაზე (თემატიკა: რესპირაციული ალერგოზების იმუნოპათოგენეზი; ხელ-ები: პროფ. ნ.ფორაქიშვილი, პროფ.გ.ხეჩინაშვილი). ამჟამად მუშაობს სიმსივნეების იმუნომოდულაციაზე ცხოველურ მოდელებში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იმუნოლოგიის დარგში. ნ. მიცკევიჩი 2015 წლიდან არჩეულია საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად. იგი გახლავთ ევროპისა და ამერიკის იმუნოლოგთა პროფესიული აკადემიების წევრი.
თამარ ცერცვაძე
2015 წელს მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი (თსუ); 2007 წლიდან არის თსუ-ის იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის მიმართულების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი; 2007 წლიდან იმუნოდიაგნოსტიკის უფროსი ექსპერტი - მწვავე და ქრონიკული ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დიაგნოსტიკა. ფლობს იმუნოლოგიის კვლევის თანამედროვე მეთოდებს. არის 2 საერთაშორისო სასწავლო და 4 სამეციერო პროექტის მონაწილე. აქვს 5 გამოქვეყნებული სტატია, მათ შორის მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში - Molecular Medicine (აშშ).
ბესარიონ ლასარეიშვილი
ბესარიონ ლასარეიშვილმა 2004 წელს დაამთავრა თსუ იმუნოლოგიის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2003 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობდა ფაგებზე ფოკუსირებულ სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო კვლევებში. ბოლო ინდივიდუალური სამეცნიერო პროექტი გასულ წელს, რომლის ნაწილი შეასრულა მიჩიგანის უნივერსიტეტში, შეეხებოდა სპეციალური მორფოლოგიის ფაგების გამოყოფას, კონცენტრირებას, გასუფთავებას და მათი ფიზიკო–ქიმიური თვისებების შესწავლას, აგრეთვე მათი სუროგატების სახით გამოყენებას წყლების მემბრანული ფილტრაციის ეფექტურობის შეფასებაში. პარალელურად აქტიურად საქმიანობდა იმუნოლოგიის სფეროში, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს და ავსებს ფაგების შესახებ არსებულ მის ცოდნას. მუშაობდა სიმსივნურ მოდელზე ფაგოლიზატების იმუნოთერაპიული მოქმედების შესწავლაში .
ნინო ფორაქიშვილი - პროექტის თანახელმძღვანელი;
ნინო ფორაქიშვილმა 1992 წელს დააფუძნა იმუნოლოგიის პირველი კათედრა ქართულ სასწავლო სივრცეში. 1995 წლიდნ აქტიურად ახორციელებს იმუნოლოგიის სწავლების მხარდამჭერ ევროპულ პროექტებს. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მაღალიმპაქტფაქტორიან ჟურნალებში პუბლიცირებისა და ციტირების მაღალი ინდექსებით. მისი ხელმძღავენლობით დაცულია 16 სადოქტორო დისერტაცია იმუნოლოგიაში. ნ.ფორაქიშვილის კვლევის ინტერესის სფერო მრავალმხრივია იმუნოლოგიაში, ყველაზე გამოკვეთილია მისი ინტერესი ლეიკემიების იმუნო-ბიოლოგიური საფუძვლების შესწავლის მიმართ.
ნინო კვირკველია
ნინო კვირკველიამ თერაპიული ანტისხეულიბის კონიუგატების სინთეზის გამოცდილება შეიძინა ლონდონის უნივერსიტეტში, სადაც ამზადებდა სითბური შოკის ცილებისა და ადამიანის ქორიონული გონადოროპინის შემცველ კონიუგატებს. აშშ-ის უნივერსიტეტში ასევე დაასინთეზირა მე-4 ტიპის კოლაგენის სპეციპიკური ანტისხეულიბისა და სამკურნალო პრეპარატების ნაერთები. ,,I obtained experience in producing antibody drug conjugates at UCL, London UK, where I have generated multiple Hsp70-hCG beta based constructs. In Augusta University I have produced anti-alpha3 type IV collagen Ab-drug conjugated which have therapeutic effects during acute nephritis.“
თეონა როსჩუპკინა
თეონა როსჩუპკინას გამდინარე ციტომეტრიის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. მათგან 5 წელი ტექნიკურ ცენტში: http://www.med.lu.se/labmedlund/lund_stem_cell_center/technology_platforms_scc/facs_core_scc იმუნოლოგია და ჰემატოლოგია: სამაგისტრო და სადოქტორანტო განათლება იმუნოლოგიისა და ტრანსპლანტაციის სფეროში, გამოცდილება იმუნოჰემატოლოგიური ტესტირების სისხლის ბანკში. ასევე აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. 2011 წლიდან წელწადში ორჯერ კითხულობს ლექციებს გამდინარე ციტომეტრიის საწყის კურსზე (Basic Flow Cytometry Course), 2014 წლიდან არის ორგანიზატორი და ლექტორი გამდინარე ციტომეტრიის მოწინავე კურსის. (Advanced Flow Cytometry Course). 2015, 2016 -პროფესიული განათლება Lund Universit-ის უმაღლესი განათლების და განვითარების ცენტრში კურსების ორგანიზაციისა და პედაგოგიური მეთოდების შესახებ: Perspectives on learning Perspectives on course design (მიმდინარე).
კახა მჭედლიშვილი
კახა მჭედლიშვილი ირიცხება თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სადოქტორო პროგრამაზე იმუნოლოგიაში. სამაგისტრო პროექტის ფარგლებში მუშაობდა პროსტატის სიმსივნის იმუნომოდულაციაზე თაგვის მოდელში. ასევე არის თსუ-ს ვივარიუმის ლაბორანტი და პირდაპირი შეხება აქვს ლაბორატორიულ ცხოველებთან. გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების შესახებ. რომელიც ამერიკის არმიის სამეცნიერო ფრთისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, არის ორგანიზაცია ''საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია ''გალას''-ის'' პრეზიდიუმის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სასწავლო ვიზოტით იმყოფებოდა ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში, სადაც აითვისა ცხოველებთან მუშაობის ახალი მეთოდები.
თამარ კაპანაძე
თამარ კაპანაძეს აქვს რამდენიმეწლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება ზოგად, სიმსივნისა და ანთებითი პროცესების იმუნოლოგიაში, ცხოველურ მოდელებსა და მათ გამოყენებაში. უმთავრესი ინტერესია ქსოვილური მაკროფაგების წარმოშობისა და ფუნქციის კვლევა ქსოვილოვან მიკროგარემოსთან მიმართებაში. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.
ნინა კულიკოვა
ნინა კულიკოვას 1998 წლიდან აქვს უჯრედულ კულტურებთან მუშაობის გამოცდილება. 2013 წელს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დააფუძნა უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორია, რომელსაც ხელძღვანელობს. 2014 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ტიპის სამგანზომილებიან უჯრედულ კულტურებთან. დღეისთვის, ლაბორატორიაში გააჩნია 10-მდე სხვადასხვა სტაბილური უჯრედული ხაზი და აწარმოებს კვლევას ჰეპატოციტების სამგანზომილებიანი უჯრედული კულტურის -სფეროიდების გამოყენებით.
ნონა ჯანიკაშვილი
ნონა ჯანიკაშვილი - დოქტორის ხარისხი იმუნოლოგიაში მოიპოვა 2006 წელს თსუ-ში. 2007-2010 აშშ არიზონას უნივერსიტეტში განავითარა ახალი ანტი-სიმსივნური ვაქცინა AlloVax. 2010- 2015 წწ. იყო საფრანგეთის ბურგუნდიის უნივერსიტეტის INSERM-ის ლაბორატორიის "იმუნორეგულაცია-იმუნოპათოლოგიის" ჯგუფის ხელმძღვანელი. ნ.ჯანიკაშვილმა შექმნა მკვლელ დენდრიტულ უჯრედებზე დაფუძნებული ანტი-სიმსივნური ვაქცინა და მონოციტურ სუპრესორულ უჯრედებზე დაფუძნებული ანტი-ანთებითი იმუნოთერაპია ,რაზეც 2015 წელს მიიღო საერთაშორისო პატენტი. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე მაღალრეიტინგული პუბლიკაცია.
ჯაბა გამრეკელაშვილი
ჯაბა გამრეკელაშვილს აქვს მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება ფუნდამენტურ, სიმსივნის და ანთების იმუნოლოგიაში. ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას გერმანიის (MHH) და აშშ-ს (NCI/NIH) წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი და ფლობს კვლევების იმუნოლოგიურ და მოლეკულურ-ბიოლოგიურ თანამედროვე მეთოდებს.
ნინო ჭიკაძე
ნინო ჭიკაძე თსუ იმუნოლოგიის დეპარტამენტში მუშაობას შეუდგა 1997 წელს. მას შემდეგ იყო სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის მონაწილე, როგორც მკვლევარი. 2004 წელს მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამჟამად იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე და ერთერთი სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელია. პარალელურად თავიდანვე ეწეოდა და დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, როგორც მოწვეული ლექტორი. ხელმძღვანელობს Tempus-ის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებას თსუ-ში.
მარინ ტებო
მარინ ტებომ 2014 დაამთავრა საფრანგეთის ბურგუნდიის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოქიმიის ბაკალავრიატი. 2015 - უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალობა. 2015 წლიდან არის ბურგუნდიის უნივერსიტეტის INSERM 1098-ის იმუნორეგულაცია- იმუნოპათოლოგიის განყოფილების სამეცნიერო ლაბორანტი და SATT Grand Est-ით დაფინანსებული ინოვაციური უჯრედული თერაპიის პრე-კლინიკური გამოცდის წამყვანი სპეციალისტი. 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თსსუ-ს იმუნოლოგიის ლაბორატორიის კვლევით პროექტებში.

რეგისტრაცია

რეგისტრაციის ვადები - 21 ნოემბერი - 2 დეკემბერი
გასაუბრების თარიღი (საჭიროების შემთხვევაში)  - 5 დეკემბერი
საბოლოო შედეგების გამოცხადება - 7 დეკემბერი

შერჩევა  განხოციელდება ორ  ეტაპად:

პირველ ეტაპი- რეგისტრირებული სტუდენტების პირველადი  გადარჩევა (მოთხოვნილი დოკუმენტაცია pdf ფორმატით):
აკადემიური სტატუსი/ მაჩვენებლები (შეფასების  საერთო  ქულის  50%);
სამოტივაციო წერილი ((შეფასების საერთო ქულის  30%) ;
მოკლე ბიოგრაფია - სტუდენტის მიღწევები და ექსტრაკურიკულური აქტივობა (შეფასების საერთო ქულის  10%;);
სარეკომენდაციო წერილი - ხელმოწერილი შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მიერ  (10%) .

მეორე ეტაპი
გასაუბრება  (რეგიონული უნივერსიტეტებისთვის სკაიპით).

რეგისტრაცია დასრულებულია

იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლაში ჩარიცხულ მსმენელთა სია

•    პრაქტიკულ-თეორიულ კურსზე  ჩარიცხული მსმენელები:

1.    ანი  ბილანიშვილი
2.    მაკა ლემონჯავა
3.    მარიამ დადეგაშვილი
4.    თეკლე ყალიჩავა
5.    მაია ადეიშვილი
6.    ნინო ლელაძე
7.    ლიზი ტრაპაიძე
8.    ვეფხვია მანია
9.    გიორგი ნებიერიძე
10.    გიორგი ჭითაშვილი
11.    ნინო მაისურაძე
12.    ლია გუბელაძე
13.    ნინო ნანავა
14.    ალექსანდრე ასათიანი
15.    გიორგი საბახტარიშვილი
16.    სალომე კორძაია
17.    ეთერ ტყეშელიაძე
18.    ნინო გრძელიშვილი
19.    მარი მამუკელაშვილი
20.    თინათინ ღვინიაშვილი-ჩხიკვიშვილი

სკოლის  მიმართ მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან რეიტინგით მომდევნო 20 საუკეთესო სტუდენტს საშუალება მიეცა ჩაირიცხნონ სკოლის თეორიული კურსის მსმენელებად:

1.    ნათია გურეშიძე
2.    ნინო ჩიღვინაძე
3.    თამარ კუჭავა
4.    ნინო პაპელიშვილი
5.    მარიამი მიქაძე
6.    ნათია დავითაშვილი
7.    თათა ნინიძე
8.    ნათია ხარაბაძე
9.    თამარ ასკურავა
10.    თორნიკე ნასრაშვილი
11.    ნათია გელიაშვილი
12.    თინათინ ჭაჭიაშვილი
13.    ნინო ბერიშვილი
14.    სოფიკო ქურდაძე
15.    მარიამ ოსეფაშვილი
16.    თათა რატიშვილი
17.    თორნიკე ოტიაშვილი
18.    გვანცა ბრაჭველი
19.    ნიკა ათანელოვი
20.    ნინი ბაქრაძე

ლექციები

კონტაქტი

საკონტაქტო პირები

სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი ნუნუ მიცკევიჩი
ელ.ფოსტა: nmitskevich@gmail.com ტელ. 599 93 33 93
ანი ბილანიშვილი ელ.ფოსტა: ani.bilanishvili94@gmail.com
თეკლე ყალიჩავა ელ.ფოსტა: tekle.kalichava93@gmail.com

თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 13
ტელეფონი: 2 30 46 91
ელ.ფოსტა: immunoschool@gmail.com
Thank you. The Mailman is on His Way :)
Sorry, don't know what happened. Try later :(